„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი სპორტულ შეჯიბრებებს დაესწრო

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი რაიონში გამართულ სპორტულ შეჯიბრებებს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

კერძოდ, პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორხევში დელეგატი დაესწრო ფეხბურთელ ვახო ფანგანის სახელობის ტურნირს მინიფეხბურთში, რომელიც უკვე წლებია სხვადასხვა რაიონების ახალგაზრდებს შორის იმართება.

“ასევე, წმინდა ბარბარეს დასახლებაში ვარლამ ლიპარტელიანი დაესწრო ვიტალი დარასელიას სახელობის ჩემპიონატს მინიფეხბურთში, რომელსაც ასევე ტრადიციული ხასიათი აქვს. დელეგატმა ტურნირებში გამარჯვებულებს მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი ღონისძიებები ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მოზარდებში მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.

ტურნირებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრი ქეთევან ჩარკვიანი და სამგორის რაიონის გამგებელი, „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება