გიორგი ჩაკვეტაძე - ახალგაზრდობას არასდროს ეშლებოდა და არავისგან ესწავლებოდა ისტორიის სწორ მხარეს დგომა, მათი უდიდესი ნაწილი დგას სამშობლოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარების სადარაჯოზე, როგორც "ქართული ოცნების" ხელისუფლება

"ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი ჩაკვეტაძე ევროპარლამენტარ ვან დენ ბერგის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, ქართველ ახალგაზრდებს სურთ იყვნენ ევროპის ნაწილი და მთავრობა სხვა გზას ირჩევს.

ჩაკვეტაძის თქმით, ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი დგას სამშობლოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარების სადარაჯოზე, ისევე როგორც "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომელმაც "საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ევროპული ინტეგრაციისთვის ყველაზე მეტი გააკეთა".

მანვე აღნიშნა, რომ ,,ახალგაზრდულ კამპანია 2024”-ში პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ჩართულობადა მობილიზაცია უპრეცედენტოა.

"ევროპარლამენტარ ვან დენ ბერგს უთქვამს, ქართველ ახალგაზრდებს სურთ იყვნენ ევროპის ნაწილი და მთავრობა სხვა გზას ირჩევსო…

რთულია ამ განცხადებაზე სერიოზული კომენტარი, მაგრამ მაინც უნდა ვუპასუხოთ.

ახალგაზრდობას არასდროს ეშლებოდა და არავისგან ესწავლებოდა ისტორიის სწორ მხარეს დგომა. ჩვენი მოქალაქეებისა და მათ შორის ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი დგას სამშობლოს მშვიდობიანი, ევროპული განვითარების სადარაჯოზე. ისევე როგორც "ქართული ოცნების" ხელისუფლება, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ევროპული ინტეგრაციისთვის ყველაზე მეტი გააკეთა.

მჯერა, ახალგაზრდები საქართველოს განვითარების გზაზე სიარულს ღირსებით გააგრძელებენ. გარედან კი, არავის აქვს უფლება საკუთარი აზრები ვინმეს თავს მოახვიოს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაერიოს.

,,ახალგაზრდულ კამპანია 2024”-ში პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების ჩართულობა და მობილიზაცია უპრეცედენტოა. ყოველდღიურად უამრავი ახალგაზრდა გვიერთდება. პროექტებში ათასობით ახალგაზრდაა ჩართული.

დარწმუნებულო ვარ, 26 ოქტომბრის დამაჯერებელ გამარჯვებაში ახალგაზრდობა თავის სათქმელს კიდევ ერთხელ იტყვის!" - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის