ალექსანდრე ლუკაშენკო - ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო დსთ-ს ოჯახში დაბრუნდება, ამ ოჯახის ძველი შემადგენლობით აღდგენა მსურს - აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება, უბრალოდ დროის საკითხია

ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახში დაბრუნდება, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

მოსკოვში გამართულ სამიტზე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მას „დსთ-ს ოჯახის“ ძველი შემადგენლობით აღდგენა სურს.

„ძალიან კარგი იქნება, თუ საქართველო ჩვენს ოჯახს დაუბრუნდება, მოლდოვა თავის სრულ მონაწილეობას განაახლებს, უკრაინის ხელისუფლება გონს მოეგება, რომლის ნორმალური ცხოვრების აღდგენაში მონაწილეობის მიღება ჩვენც მოგვიწევს. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოხდება. ეს უბრალოდ დროის საკითხია“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, ყველა ვინც თანამეგობრობას არ დაშორებულა, ღირსეულ შედეგებს აჩვენებს.

„ყველა, ვინც ჩვენს თანამეგობრობას არ დაშორებულა, დღეს ღირსეულ შედეგებს აჩვენებს. მათ თავიანთ ქვეყნებზე კონტროლი არ დაუკარგავთ და საერთაშორისო ურთიერთობებში სრულფასოვან სუბიექტებად რჩებიან“, - აღნიშნა ლუკაშენკომ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება