ზურაბ ჭიაბერაშვილი - გუშინდელმა დებატებმა აჩვენა და დღეს რეზოლუცია დაადასტურებს, რომ ქართველ ხალხს აქვს ევროპის კავშირის მხარდაჭერა - ევროპელებს იმედი აქვთ, რომ ხალხი გააკეთებს არჩევანს ევროპის სასარგებლოდ

გუშინდელმა დებატებმა აჩვენა და დღეს ამას კიდევ ერთხელ დაადასტურებს რეზოლუცია, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, რომ ქართველ ხალხს აქვს ევროპელი ხალხების, ევროპის კავშირის მყარი და მკაფიო მხარდაჭერა იმ არჩევანში, რომელიც გაკეთდება 26 ოქტომბერს, - ამის შესახებ "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" საგარეო მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, რომელიც 8 ოქტომბერს ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვას ესწრებოდა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს ევროკავშირში გაწევრიანების სასარგებლოდ.

„რეზოლუციაში რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია - ერთი მხრივ, რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, თუ რამდენად დიდ სარგებელს მიიღებს ქართველი ხალხი და მეორე მხრივ, ნათქვამია, რომ თუკი არჩევნები გაყალბდება (და მხოლოდ ასე შეიძლება "ქართული ოცნება" დარჩეს ხელისუფლებაში), მაშინ ჩვენ დავკარგავთ იმ სარგებელსაც, რომელიც უკვე გვაქვს - უვიზო მიმოსვლას ევროკავშირთან და ხელიდან გავუშვებთ შანსს, რომ ვიყოთ ყველაზე წარმატებული კავშირის, ევროკავშირის წევრები. რეზოლუციაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უპირობოდ და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და სრულიად ნათელია, რომ პოლიტიკური დევნა, რომელსაც 12 წელია, „ქართული ოცნება“ ახორციელებს, შეუთავსებელია ევროპულ ღირებულებებთან, კანონის უზენაესობასთან და მმართველობის ევროპულ სისტემასთან. არჩევანი ქართველ ხალხზეა, ევროპელებს აქვთ იმედი, რომ ქართველი ხალხი გააკეთებს არჩევანს დემოკრატიისა და ევროპის სასარგებლოდ", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს