დავით ნარმანიამ „ეკონომიკურ ფორუმზე“ ენერგეტიკის სექტორში არსებული სიახლეების შესახებ ისაუბრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის ენერგოუსაფრთხოებისა და განახლებადი ენერგიის საკითხებს შეეხებოდა.

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, სემეკის თავმჯდომარემ ისაუბრა ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე ბუნებრივი გაზის მიმართულებით, ყურადღება გაამახვილა სატარიფო პოლიტიკაზე.

მისივე თქმით, რეგულირებად სექტორებში დადგენილია გრძელვადიანი ტარიფები, შესაბამისად, უახლოეს ხანებში ტარიფების გადახედვა არ იგეგმება.

დავით ნარმანიამ ისაუბრა განახლებადი ენერგიების ათვისების ხელშემწყობი პოლიტიკის ეფექტიანობაზე. მან აღნიშნა, რომ სემეკში დაწყებულია მუშაობა ნეტო-აღრიცხვის პოლიტიკის ტრანსფორმაციის შესახებ:

„ისევე როგორც ევროპის ბევრ ქვეყანაში, საქართველოშიც ნეტო-აღრიცხვის სისტემიდან უნდა გადავიდეთ ნეტო-ბილინგის სისტემაზე, კერძოდ ქსელში მიწოდებული და ქსელიდან მოხმარებული კილოვატ საათების გაქვითვიდან ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურით მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვაზე. აღნიშნულ პროცესს სჭირდება რამდენიმე წლიანი გარდამავალი პერიოდი, რათა ნეტო-აღრიცხვის სისტემის არსებული მომხმარებლები არ დაზარალდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ახალი სისტემა მიმზიდველი იყოს მომხმარებლებისთვის. ნეტო-აღრიცხვის პოლიტიკის ტრანსფორმაციის შესახებ შესაბამისი რეკომენდაცია მივიღეთ ენერგეტიკული გაერთიანებიდან. უახლოეს ხანებში დაიწყება საჯარო განხილვები სხვადასხვა დაინტერესებულ პირებთან ჩვენს მიერ მომზადებულ პროექტზე, რომლის შემდეგაც შემუშავდება შესაბამისი ნორმატიული აქტები“, - აღნიშნა დავით ნარმანიამ.

გავრცელებული ინფორმაციის ცნობით, „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში მონაწილეობდნენ პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი, არჩილ გაჩეჩილაძე. დისკუსიას მოდერატორობა გაუწია „ბიზნეს ინსაიდერ ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ენერგეტიკული უწყებების ხელმძღვანელი პირები და სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე
საქართველოში MG (Morris Garages)-ის პირველი ოფიციალური შოურუმი გაიხსნა