„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრების განცხადებით, 10 ოქტომბერს, ბათუმში, „ქართული ოცნების” პარტიულ ღონისძიებაზე მოსახლეობის მიყვანას ძალადობით ცდილობენ

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ 10 ოქტომბერს, ბათუმში, „ქართული ოცნების” პარტიულ აქციაზე, მოსახლეობის მიყვანას ძალადობით ცდილობენ. როგორც „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა ქაშიბაძე ამბობს, პარტიულ ღონისძიებაზე უარს სტუდენტები და საჯარო მოხელეები ეუბნებიან, რის გამოც მათზე ზეწოლა მიმდინარეობს.

„ხელისუფლება ცდილობს ძალადობით გამოიყვანოს ხალხი ივანიშვილთან შესახვედრად. საზღვაო აკადემიის, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ლექტორ-მასწავლებლებზე, სკოლების მასწავლებლებზე და საჯარო მოხელეებზე ახორციელებენ ზეწოლას, 10 ოქტომბერს წავიდნენ „ქართული ოცნების“ აქციაზე.

ზეწოლა ხორციელდება მუნიციპალიტეტების მერების, მინისტრების, უმაღლესი სასწავლებლების რექტორების, რესურსცენტრების ხელმძღვანელების, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელების მხრიდან.

გუშინ თორნიკე რიჟვაძე შეხვდა სამინისტროებისა და დეპარტამენტების ხელმძღვანელებს და უშუალოდ გასცა დავალება რათა ყველა საჯარო მოხელე გავიდეს ივანიშვილთან შესახვედრად.

გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა სტუდენტს, მასწავლებელსა და საჯარო მოხელეს, რომლებმაც კატეგორიული უარი განაცხადეს რუსულ რეჟიმთან თანამშრომლობაზე და აქციაზე გასვლაზე.

მოვუწოდებთ სადამკვირვებლო მისიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, შეფასება მიეცეს ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის უკანონოდ გამოყენების ფაქტებს“, - განაცხადა ნიკა ქაშიბაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება