ცესკო-ს თავმჯდომარე ადასტურებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო ადმინისტრაციას ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვის თაობაზე მიმართა

ცესკო-ს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი ადასტურებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ საარჩევნო ადმინისტრაციას ისრაელში საარჩევნო უბნის დახურვის თაობაზე მიმართა.

კალანდარიშვილის განმარტებით, უწყებამ ამის შესახებ ცესკო-ს 8 ოქტომბერს გაუგზავნა განცხადება, სადაც საუბარია რისკებზე, რაც ისრაელში, ქალაქ რამათ განში შექმნილ საარჩევნო უბანს უკავშირდება.

მისივე თქმით, ცესკო საკითხზე იმსჯელებს და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ოქტომბერს წერილობით მოგვმართა, სადაც არის ინფორმაცია იმ გარემოებებისა და რისკების შესახებ, რომელიც უკავშირდება ისრაელში, თელავივში ქალაქ რამათ განში შექმნილ საარჩევნო უბანთან დაკავშირებულ საკითხებს. აღწერილია ყველა ის გარემოება, რომელიც შესაძლოა, საყურადღებო იყოს კომისიისთვის საარჩევნო უბნის შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ამის თაობაზე უახლოეს სხდომაზე გვექნება სათანადო მსჯელობა და კომისია შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კითხვაზე, ცესკოს ისრაელმაც ხომ არ მიმართა აღნიშნული საკითხის თაობაზე, კალანდარიშვილი ამბობს, რომ “ასეთ შეტყობინებებს საგარეო საქმეთა სამინისტრო იღებს”.

“ჩვენ ვხელმძღვანელობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. რამდენად იყო მათთვის ინფორმაციის მიწოდება განხორციელებული, ჩვენთვის უცნობია”,- განაცხადა კალანდარიშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება