„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი „კადეტთა კორპუსებში“ მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა

„ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატი თბილისის ზღვის მიმდებარედ „კადეტთა კორპუსებში“ მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდა. „ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ირაკლი ხელაძემ მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა და ადგილობრივებს მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო.

„ამ ადამიანებმა ყველაზე მეტად იციან მშვიდობის მნიშვნელობა, რადგან საკუთარ ქვეყანაში არიან დევნილები. ისინი ზუსტად აფასებენ მდგომარეობას და ვთანხმდებით, რომ „ქართულ ოცნებას“ დამაჯერებელი გამარჯვება აქვს მოსაპოვებელი, რათა ჩვენს ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ლევან თევზაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წარმომადგენლები, ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე და „ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის შტაბის ხელმძღვანელი დავით ჭელიძე.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება