ვიქტორ ორბანი - სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე ჩვენ ბალკანეთის სტაბილიზაციას ვერ შევძლებთ

სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე ჩვენ ბალკანეთის სტაბილიზაციას ვერ შევძლებთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს ევროპისთვის, მისი ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიტიკური ინტეგრაციისთვის საკვანძო საკითხია. ევროკავშირის საკეთილდღეოდ განსაკუთრებული აქცენტი სერბეთზე უნდა გავაკეთოთ. სერბეთის ევროკავშირში გაწევრიანების გარეშე ჩვენ ბალკანეთის სტაბილიზაციას ვერ შევძლებთ. სანამ სერბეთი ევროკავშირის წევრი არ არის, ბალკანეთი არასტაბილურ რეგიონად რჩება“, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის რამდენიმე ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების პირობებს უკვე აკმაყოფილებს და დაბრკოლებები, რომლებიც რჩება პოლიტიკურია.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება