ლევან იოსელიანი - ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს - ეს არის ჩვენი ზედამხედველობის მთავარი საკითხი

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს საშუალება, არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ეს არის ჩვენი ზედამხედველობის მთავარი საკითხი. ამის იქით, ყველა სხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია - თუ რომელ ქვეყანაში უნდა გაიხსნას ან რამდენი უბანი უნდა გაიხსნას, ეს მიემართება სხვა უწყებებს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში მყოფ ადამიანს უნდა ჰქონდეს საშუალება იმის, რომ მივიდეს კონკრეტულ ადგილას და ხმა მისცეს.

„როცა ჩვენმა აპარატმა კონკრეტული დარღვევა დაინახა და ასევე, დავინახეთ, რომ ჩვენი მოქალაქეები (აქ საუბარია დევნილებზე), რომლებიც ხმის უფლების გარეშე რჩებოდნენ, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოთხოვნით მივმართეთ, რომ მათ სპეციალური დადგენილება მიეღოთ, რითაც ამ ადამიანებს არჩევნები მონაწილეობის საშუალება მისცემოდათ. რეგისტრაციის შემდგომ ისინი საერთო საარჩევნო სიაში მოხდებოდნენ. დადებითად მინდა აღვნიშნო, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მათ შორის, იქ არსებულ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, ერთხმად გადაწყვეტილება მიიღეს და ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ფაქტობრივი მისამართი არ ჰქონდათ თბილისში, ან საქართველოში, მათი იურიდიული მისამართი არის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მათ მიეცათ საშუალება, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამასთან ერთად, ასევე, ის ადამიანები, რომლის მისამართის დადგენა ვერ ხერხდებოდა, საუბარია დაახლოებით 800- მდე ადამიანზე, რომელიც ამ ცვლილებამდე ხმის უფლების გარეშე იყო, თუმცა მათ შორის ჩვენი ჩართულობით, რეკომენდაციით და ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, ეს საკითხი ამგვარად გადაიჭრა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა ადამიანს საშუალება ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს. ეს არის ჩვენი ზედამხედველობის მთავარი საკითხი. ამის იქით, ყველა სხვა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია - თუ რომელ ქვეყანაში უნდა გაიხსნას ან რამდენი უბანი უნდა გაიხსნას, ეს მიემართება სხვა უწყებებს, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი რეკომენდაცია შეეხება, კერძოდ, იმას, რომ ყველა ადამიანს ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდეს, მაგრამ რომელ ქვეყანაში რა რეგულაცია არის საარჩევნო პროცესის წარმართვის, ეს დამოკიდებულია იმ ქვეყანაზე.

ნებისმიერ ქვეყანაში მყოფ ადამიანს რომ უნდა ჰქონდეს საშუალება იმის, მივიდეს კონკრეტულ ადგილას და ხმა მისცეს, ეს არის ის, რაზეც ჩვენ რეკომენდაციას გავცემთ, მსგავსი ადგილი ერთი ან რამდენიმე იქნება, ეს ის საკითხებია, რომელიც ერთი მხრივ, რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით და მეორე მხრივ, იმ ქვეყნის მოთხოვნებით, სადაც ის ადამიანები იმყოფებიან, იმიტომ, რომ მათაც თავიანთი კანონმდებლობა აქვთ, რომელიც ასე მარტივად საშუალებას არ იძლევა, რომ საარჩევნო პროცესები წარიმართოს მათ ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის