„ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მხარდაჭერით სკოლებს თანამედროვე ტექნიკა გადაეცა

ფოთში სასკოლო პროექტი ,,სოციალური ინოვაციები მომავლისთვის“ დასრულდა, სადაც ყველა საჯარო სკოლა იყო ჩართული. ფოთის ყველა საჯარო სკოლამ შეძლო წარმოეჩინა ახალგაზრდული იდეები ინოვაციური და თანამედროვე გადაწყვეტის გზებით.

„ეიპიემ ტერმინალსის“ ინფორმაციით, პროექტის გამარჯვებული ნიკო ნიკოლაძის სახელობის მეორე საჯარო სკოლის გუნდი გახდა. მოგებული 20 000 ლარით, ფოთში სკოლა პირველად აღიჭურვება მზის პანელებით.

„სასწავლო პროგრამაში მონაწილე ყველა სკოლას საჩუქრად გადაეცა პროექტორი და ეკრანი, ხოლო #2, #3, #4 და #5 საჯარო სკოლებს, მდგრადი და ქალაქის საჭიროებებზე მორგებული პროექტების წარმოდგენისთვის დამატებით გადაეცათ ციფრული ეკრანები.

საგანმანათლებლო პროგრამა „სოციალური ინოვაციები მომავლისთვის“ მიზნად ისახავდა ფოთის საჯარო სკოლების მოსწავლეებში სოციალური ინოვაციებისა და დიზაინის აზროვნების განვითარების ხელშეწყობას, მათი აქტიური ჩართულობის წახალისებას ადგილობრივი სოციალური პრობლემების მოგვარების გზების ძიებაში.

პროგრამა განხორციელდა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) და ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლობით, BP-ისა და ეიპიემ ტერმინალს ფოთის (სს „კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგური“) ფინანსური მხარდაჭერით“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება