რობინ დანიგანი - „ქართული ოცნება“ დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს - ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს, ამას ქართველი ხალხი წყვეტს

ჩვენ გვაქვს ღია კომუნიკაცია სხვადასხვა სამინისტროს მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრთან. არ მინდა, რომ ეს შეწყდეს - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რობინ დანიგანი „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს.

ამერიკელი დიპლომატის თქმით, ღია კომუნიკაციების შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია.

„[კითხვა იყო] გვაქვს თუ არა ღია კომუნიკაცია მთავრობასთან და კი, ჩვენ გვაქვს, სხვადასხვა სამინისტროს მინისტრებსა და პრემიერ-მინისტრთან. არ მინდა, რომ ეს შეწყდეს. მინდა, გვქონდეს ღია კომუნიკაცია ამ მთავრობასთან. ამიტომაც მივიწვიეთ პრემიერ-მინისტრი ვაშინგტონში, ამიტომაც იყო იქ არაერთი მინისტრი. საქართველო ვაშინგტონის ნატოს სამიტზეც მივიწვიეთ მივიწვიეთ ივლისში. ღია კომუნიკაციების შენარჩუნება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ვიმეორებ: ჩვენ გვინდა მუშაობა ნებისმიერ მთავრობასთან, რომელიც დემოკრატიულად არის არჩეული ამ ქვეყანაში. ამ შემთხვევაში, “ქართული ოცნება” დემოკრატიულად არჩეული მთავრობაა და შეიძლება, მომდევნო არჩევნებზეც ასე იყოს. ჩვენ არ ვირჩევთ, ვინ მოიგებს ან ვინ წააგებს. ამას ქართველი ხალხი წყვეტს. იმისთვის, რომ კონსტრუქციული ურთიერთობა გვქონდეს საქართველოსთან, გვინდა კონსტრუქციული ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან. გავიმეორებ, სამწუხაროდ, მთავრობამ ისეთი ნაბიჯები გადადგა და ისეთი განცხადებები გააკეთა, რომლებიც გაჯერებული იყო ამერიკის შეერთებული შტატებისა და დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციით“, - განაცხადა ელჩმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს