კახა კალაძე - ყველა თაობის ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სპორტულად იცხოვროს - ეს პირდაპირ აისახება ჯანმრთელობაზე, უფრო მეტი ენერგია გვაქვს, სულ ახალგაზრდულად გამოვიყურებით

ყველა თაობის ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სპორტულად იცხოვროს. ეს პირდაპირ აისახება ჯანმრთელობაზე, უფრო მეტი ენერგია გვაქვს, სულ ახალგაზრდულად გამოვიყურებით,- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ განმარტა, თბილისის მერიამ სპორტულ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით კიდევ ერთი სპორტული ცენტრი ააშენა, რომელიც ლადო ასათიანის ქუჩაზე მდებარეობს.

„მოგეხსენებათ ამ ტერიტორიაზე ადრე ფუნქციონირებდა სპორტული დარბაზი და თავდაპირველად ვფიქრობდით მის რეაბილიტაციაზე, თუმცა შესაბამისი დასკვნის შემდეგ გადაწყდა ძველი შენობის დემონტაჟი და თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სპორტული ცენტრის მშენებლობა.

აღნიშნული ცენტრის მშენებლობა-აღჭურვა დასრულებულია. ვიწყებთ მსურველთა რეგისტრაციას. პირველ ეტაპზე, რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება კალათბურთისა და ფიტნესის მიმართულებით, სამომავლოდ კი დაემატება ფრენბურთის მიმართულებაც. ასე რომ მთაწმინდის რაიონში, ასათიანის ქუჩაზე მოემსახურება ადამიანებს. ცენტრში განთავსებულია დიდი სპორტული დარბაზი კალათბურთისა და ფრენბურთისთვის, ასევე, სატრენაჟორო და ფიტნეს დარბაზები, საშხაპეები და გასახდელები. მომდევნო დღეებში შევძლებთ ადგილზე მივიდეთ და დავათვალიეროთ.

ზოგადად, ხელს ვუწყობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ასეთი ინფრასტრუქტურის შექმნით, პარკებში სივრცეების გამოყოფით, ტრენაჟორების პროექტით. ყველა თაობის ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სპორტით დაკავდეს, სპორტულად იცხოვროს. ეს პირდაპირ აისახება ჯანმრთელობაზე, უფრო მეტი ენერგია გვაქვს, უფრო უკეთესად ვართ, სულ ახალგაზრდულად გამოვიყურებით. სპორტი ყოველთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება