კონსერვატორიაში, კლასიკური მუსიკის საღამოზე, მუსიკოსის და კომპოზიტორის ლიზა ჩხაიძის საავტორო სიმფონიური ნაწარმოები შესრულდება

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კლასიკური მუსიკის საღამოზე, ბერკლის კოლეჯის კურსდამთავრებულის, მუსიკოსის, არტისტის და კომპოზიტორის ლიზა ჩხაიძის საავტორო სიმფონიური ნაწარმოები orchestral No.1 შესრულდება.

როგორც ლიზა ჩხაიძე განმარტავს, ის განსაკუთრებულად ელოდება მის დებიუტს თბილისის კონსერვატორიაში.

“ჩემთვის მუსიკა გამოხატავს ემოციას, რომელსაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ. ეს ის მომენტია, როცა მინდა რამის თქვა, მაგრამ სიტყვებით ვერ ვხსნი და ამას მხოლოდ მუსიკით ვახერხებ. Berklee - ის წარმატებით დამთავრება მეამაყება, ახლა კი განსაკუთრებით ველოდები ჩემს დებიუტს თბილისის კონსერვატორიაში” - ამბობს ლიზა ჩხაიძე.

კლასიკური მუსიკის საღამოს უდირიჟორებს მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანი. საღამოზე შესრულდება მოცარტის 39-ე სიმფონია, იოსებ ბარდანაშვილის “იმიჯი”, ჯიმშერ ჩხაიძის ნაწარმოებების პრემიერა: შესავალი “მეფე დავითის ოპერიდან”, არია გუნდთან ერთად “მეფე დავითის ოპერიდან” და მხედრული.

ღონისძიებას არანჟირებას გაუწევენ: ედუარდ ისრაელოვი, ავთო მამაცაშვილი, გიორგი აფრიამაშვილი. კლასიკური მუსიკის საღამო 13 ოქტომბერს, 18:00 საათზე თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება