მუხიანში კიდევ ერთი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

გლდანის რაიონში, მუხიანის IV ბ მიკრორაიონში, N33 კორპუსის მიმდებარედ კიდევ ერთი სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე არსებულ სკვერს შეემატა, დაახლოებით, ერთი ჰექტარი ტერიტორია, რითაც რეკრეაციული სივრცე გაიზარდა. დღეის მდგომარეობით, 1.5 ჰექტარზე მეტი ტერიტორიაა განახლებული.

„სამუშაოების ფარგლებში, საბავშვო და სპორტული მოედნები, დასასვენებელი პავილიონი, განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, ასევე, შადრევანი მოეწყო. ჩატარდა გამწვანებისათვის საჭირო ღონისძიებები: ტერიტორიაზე მოეწყო სარწყავი სისტემა, შევიდა ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგო ხე-მცენარეები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე ადგილობრივი მცხოვრებლები აღნიშნული პარკის გახსნის ღონისძიებაზე დაპატიჟა.

„დედაქალაქში ბევრი რეკრეაციული პროექტი განვახორციელეთ. ამ მიმართულებით მუშაობას განვაგრძობთ. ქალაქს მსგავსი პროექტების განხორციელების დიდი რესურსი აქვს. აღნიშნულ პარკს 12 ოქტომბერს, 20:00 საათზე საზეიმოდ გავხსნით. ვისაც სურვილი გაქვთ, ყველას გელოდებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება