გიორგი ვაშაძე - გვინდა, ყველა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ საქართველო წავიდეს ევროკავშირისკენ - დავასრულოთ ეს უბედურება, რაც ივანიშვილმა ქვეყანაში მოიტანა

დავასრულოთ ეს უბედურება, რაც ივანიშვილმა ქვეყანაში მოიტანა, დავიწყოთ დიდი აღმშენებლობა და მოვიტანოთ 14 მლრდ ევრო ევროკავშირისგან, შევქმნათ სამუშაო ადგილები, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ლაგოდეხში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

ვაშაძის თქმით, წყალი, გზა და სწრაფი ინტერნეტი ყველა სოფლამდე უნდა იყოს გაყვანილი.

„ძალიან კარგი შეხვედრაა ლაგოდეხში. ყველა ერთიანები ვართ, ყველა ერთად ვართ და 5 ნომერი 41-ს ამარცხებს. ჩვენ გვინდა, ყველა გავერთიანდეთ იმისთვის, რომ საქართველო წავიდეს ევროკავშირისკენ. დავასრულოთ ეს უბედურება რაც ივანიშვილმა ქვეყანაში მოიტანა, დავიწყოთ დიდი აღმშენებლობა და მოვიტანოთ 14 მლრდ ევრო ევროკავშირისგან, შევქმნათ სამუშაო ადგილები, განვავითაროთ სოფლის მეურნეობა.

წყალი, გზა და სწრაფი ინტერნეტი მივიყვანოთ ყველა სოფლამდე და აქ, ფაქტობრივად იქნება ევროკავშირის საბაჟო, რომელიც ოჯახებში ძალიან დიდ შემოსავალს გააჩენს. ხალხის განწყობა არის შესანიშნავი და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ”, - განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება