„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ ახალი კურსი დაემატა

„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების შესახებ ახალი კურსი დაემატა.

კერძოდ, როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კურსს ინჟინერი, ნანა დიხამინჯია, გაუძღვება.

„საქართველოს ბანკი“ აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად ბანკის პლატფორმას Businesscourse.ge ახალი კურსი „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ დაემატა. კურსს ინჟინერი, ნანა დიხამინჯია, გაუძღვება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ნანა დიხამინჯია აღნიშნავს, ხელოვნური ინტელექტის პლატფორმები ყოველდღიურად ვითარდება და მათი როლი მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის სულ უფრო იზრდება.

„ამ ბიზნესკურსში ჩვენ განვიხილავთ, თუ როგორ შეუძლიათ მცირე და საშუალო მეწარმეებს ხელოვნური ინტელექტის აპლიკაციების გამოყენება მათი საქმიანობის უფრო ეფექტური და ოპტიმალური მართვისთვის“, - აღნიშნავს ნანა დიხამინჯია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი კურსი 7 ვიდეოლექციისგან შედგება. ლექციებზე განხილული იქნება ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებით შესაძლებელია სოციალური მედიის მართვა, ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, გაყიდვების სისტემების გამართვა და სხვა.

„Businesscourse.ge ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაა, სადაც 50-მდე კურსია ხელმისაწვდომი ფინანსების, მარკეტინგის, ტექნოლოგიების, კომუნიკაციებისა და სხვა საკითხების შესახებ. კურსებზე რეგისტრაცია უფასოა, ხოლო ვიდეოლექციების ნახვა შესაძლებელია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის პლატფორმაზე უკვე 10 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა სხვადასხვა კურსი.

დარეგისტრირდით კურსზე „ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მცირე და საშუალო ბიზნესისთვის“ ან ნახეთ სხვა კურსები ვებგვერდზე www.businesscourse.ge“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება