მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფას ახუნდმა ელდანიზ სადიკოვმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და პარტია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშტაფას ახუნდმა ელდანიზ სადიკოვმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა და პარტია „ქართულ ოცნებას“ შეუერთდა.

აღნიშნულ ინფორმაციას “ქართული ოცნება“ ავრცელებს.

როგორც სადიკოვმა აღნიშნა, „ერთობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ლიდერების მიზნები სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგება.

პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ის მოსახლეობას მოუწოდებს ოპოზიციას ხმა არავითარ შემთხვევაში არ მისცენ და მხარი მმართველ პარტიას დაუჭირონ, რომელიც საქართველოში მშვიდობის ერთადერთი გარანტიაა.

„2019 წლიდან ოპოზიციაში ვიყავი, კერძოდ, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ და მინდა აღვნიშნო, რომ 2021 წლიდან ძალიან ბევრი ტყუილი, ღალატი და ბინძური საქმე ვნახე. 2021 წლიდან მოსახლეობის წინაშე არცერთი გაცემული დაპირება არ შეუსრულებიათ.

აგილ მუსტაფაევი, რამო ახმედოვი და აზატ ქერიმოვი ძალიან უსამართლოდ მომექცნენ, ასევე მელიქიშვილი და დავით კირკიტაძე ამ უსამართლობების მთავარი ფიგურანტები არიან. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ეს პიროვნებები აფერისტები არიან და დღეის მდგომარეობით ვერ ვხედავ რომელიმე რეალურ ოპოზიციურ პარტიას, ამიტომ მოგიწოდებთ, რომ მათ არ მისცეთ ხმა! თამამად მინდა ვთქვა, რომ დავტოვე პარტია და მათგან არანაირი კარგი ქმედება არ დამინახავს დღემდე. „ნაციონალები“ ბინძური საქმით არიან ყოველთვის დაკავებულები და მათი ძირითადი საუბარი ტყუილისგან შედგება. დღეიდან მე აღარ ვარ „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმიტომ, რომ მათი ნათქვამი არცერთი დაპირება არ შესრულებულა. მათი მთავარი მიზანია თანამდებობის მიღება. აქედან მოგმართავთ, თქვენ სწორი ხალხი არ ხართ, თქვენ ხართ მოღალატეები. დღეიდან მმართველი გუნდის გვერდით ვიდგები, მხარს დავუჭერ ყველა საკითხში და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დღეს რეალური ოპოზიცია აღარ არსებობს. მათ გვერდით დგომა იგივეა, რაც გახვრეტილ ნავში იყო. ჩვენ გვინდა მშვიდობა და განვითარება. ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში თუ როგორი დაძაბული სიტუაციაა და ომები მიმდინარეობს, იღუპება ახალგაზრდობა. ჩვენს ქვეყანაში ვხედავ მშვიდობას, განვითარებას და წინსვლას. სწორედ ამიტომ დღეს აუცილებელია ვიდგეთ მმართველი გუნდის გვერდით და მხარი დავუჭიროთ „ქართულ ოცნებას““, - განაცხადა ელდანიზ სადიკოვმა.

ელდანიზ სადიკოვი 2019 წლიდან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი იყო. იგი 30 წელია, რაც დაშტაფში სასულიერო პირი-ახუნდია.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო