გიორგი ვაშაძე - „ქართულ ოცნებას“ მალე მოვიშორებთ, მათი რეიტინგი 20%-ზე მეტი არ არის - ხალხში თავს ვერ ყოფენ

„ქართულ ოცნებას“ მალე მოვიშორებთ, მათი რეიტინგი 20%-ზე მეტი არ არის - ხალხში თავს ვერ ყოფენ, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „გორბის“ კვლევის შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, „გორბის“ კვლევა ადასტურებს, რომ "ქართული ოცნება" მარცხდება, ხალხი კი იმარჯვებს.

„ქართულ ოცნებას“ მალე მოვიშორებთ, მათი რეიტინგი 20%-ზე მეტი არ არის. ისინი მარცხდებიან. ხალხში რომელიმე მათგანი გინახავთ მოსიარულე? ვერც გადიან, ხალხში თავს ვერ ყოფენ. რაზე საუბრობენ? ამიტომ, ეს კვლევა ადასტურებს რომ „ქართული ოცნება" მარცხდება, ხალხი კი იმარჯვებს“, - აღნიშნა ვაშაძემ.

ცნობისთვის, „გორბის“ კვლევის თანახმად, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ ხმას მისცემდა 59.5%, „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობას“ -13.6%, „კოალიცია ცვლილებისთვის“ - 10.3%.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება