„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, გლდანის V მ/რ-ში N17 კორპუსის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების” ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს არსებული პოლიტიკური საკითხები, ისაუბრეს მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასა და „ქართული ოცნების“ გეგმებზე. ასევე, ხაზი გაესვა მმართველი პარტიის მიერ დელეგატის ინსტიტუტის შემოღებას.

დელეგატის თქმით, არსებული კანონმდებლობის ფარგლებში, „ქართულმა ოცნებამ“ დაამკვიდრა ყველაზე რელევანტური სისტემა, რომლის მიხედვითაც მიუხედავად პროპორციული საარჩევნო სისტემისა, საკანონმდებლო ორგანოში ნარჩუნდება კონკრეტული ოლქის წარმომადგენლობა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება