დავით მორგოშია აფხაზეთის კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა დავით მორგოშიამ ვალერი არქანიას არტგალერეაში მორიგი გაცნობითი ხასიათის შეხვედრა აფხაზეთის შემოქმედებით კოლექტივებთან გამართა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა საკუთარ შემოქმედებით საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ასევე, ყურადღება გაამახვილეს აფხაზეთის კულტურის განვითარებისთვის აუცილებელ საჭიროებებზე, ახალი პროექტების დაფინანსებაზე, ახალგაზრდების ხელშეწყობის აუცილებლობაზე და სხვა პრიორიტეტულ საკითხებზე.

„აფხაზეთის მთავრობის სამოქმედო გეგმა სამშვიდობო პოლიტიკას, სახალხო დიპლომატიას ეყრდნობა, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა კულტურა - ლიტერატურა და ხელოვნება. ამ თვალსაზრისით კულტურის ენას, კულტურათა დიალოგს მნიშვნელოვანი სიტყვა ეკუთვნის. დღევანდელი შეხვედრის შემდეგ, იმედი მრჩება, რომ ჩვენ ნაყოფიერად ვითანამშრომლებთ და ამ სფეროში არსებულ ხარვეზებს ერთობლივად აღმოვფხვრით“, - განაცხადა დავით მორგოშიამ.

შეხვედრას აფხაზეთის თეატრების, ანსამბლების და კაპელას ხელმძღვანელები, ასევე მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები, მსახიობები, სამინისტროს თანამშრომლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება