თენგიზ შარმანაშვილი - საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით და არა შიდა და გარე პოლიტიკური აქტორების მოსაზრებებზე

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით და არა შიდა და გარე პოლიტიკური აქტორების მოსაზრებებზე დაყრდნობით - ეს გადაწყვეტილება იყო სწორი , - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა გამაცხადა, რითაც "უცხოური გალენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა.

მისი თქმით, არგუმენტების გათვალისწინებით, პრაქტიკულად შეუძლებელია, რომ მმართველმა გუნდმა სარჩელი წააგოს.

"მთავარი ის არის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით და არა შიდა და გარე პოლიტიკური აქტორების მოსაზრებებზე დაყრდნობით. ეს გადაწყვეტილება იყო სწორი. ის არ შეჩერდება და ის იმოქმედებს არსებითად განხილვამდე და დარწმუნებული ვარ, არსებითად განხილვის შემდეგაც, იმიტომ, რომ იმდენი არგუმენტი გვაქვს იმის სასარგებლოდ, რომ იქ არაკონსტიტუციური არაფერი არ არის, პრაქტიკულად შეუძლებლად მიმაჩნია, რომ ეს სარჩელი ჩვენ წავაგოთ", - განაცხადა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა სარჩელები ნაწილობრივ არსებითად განსახილველად დასაშვებად ცნო.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს