დიმიტრი ხუნდაძე - ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და აუცილებლად გავხდებით ევროპის ღირსეული წევრი

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მცხეთა-მთიანეთის დელეგატი დიმიტრი ხუნდაძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: არღუნის, თანიაანთკარისა და არაგვისპირის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეები გაეცნენ „ქართული ოცნების" ძირითად ღირებულებებს და სამომავლო გეგმებს.

დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, მოისმინა აღნიშნულ ტერიტორიებზე არსებული პრობლემები და ისაუბრა მათი გადაჭრის გზებზე. ასევე, შეაჯამეს სოფელში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები.

„ჩვენ შევინარჩუნებთ მშვიდობას, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და აუცილებლად გავხდებით ევროპის ღირსეული წევრი“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება