ვოლოდიმირ ზელენსკი - „მშვიდობის ფორმულა“, რომელშიც ომის სამართლიანად დასრულების პირობებია გაწერილი, ნოემბერში მზად იქნება

ომის სამართლიანად დასრულების პუნქტების შემცველი “მშვიდობის ფორმულა” ნოემბრისთვის იქნება მზად. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დუბროვნიკში (ხორვატია) “უკრაინა - სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპა” სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“ივლისიდან “მშვიდობის ფორმულაზე” ვმუშაობთ, ნოემბერში ის უკვე მზად იქნება ყველა პირობით, რომლებშიც გაწერილია ომის სამართლიანად დასრულება. ეს მშვიდობის მეორე სამიტზე იქნება გაკეთებული”, - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, “ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, როგორ ვაიძულოთ რუსეთი მიიღოს ამაში მონაწილეობა” და შეასრულოს მშვიდობის ფორმულა.

“ახლა რუსეთი თავს არიდებს პატიოსან და გულწრფელ დიპლომატიას. სწორედ ამიტომ ჩვენ უკრაინაში შევიმუშავეთ ზომების გეგმა, რომელსაც შეუძლია სამომავლო მშვიდობის სამიტთან არსებული ვითარების გამოსწორება. ეს არის გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს სანდრო სტაბილურობას და საშუალებას მოგვცემს რუსეთს მომავალში ევროპისთვის საფრთხის შექმნის შესაძლებლობა წავართვათ”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული გეგმა კიევმა უკვე წარუდგინა აშშ-ს, როგორც უსაფრთხოების სფეროში უდიდეს დონორს, ახლა უკრაინა ყველა პარტნიორ ქვეყანას უზიარებს გეგმას მისი მიზნების მისაღწევად.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს