Bild - ვოლოდიმირ ზელენსკი 11 ოქტომბერს გერმანიაში ჩავა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 11 ოქტომბერს გერმანიაში ჩავა და შეხვედრებს გამართავს კანცლერ ოლაფ შოლცთან და პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი მთავრობაში თავის წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, პარასკევს, 11 ოქტომბერს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ჩავა და კანცლერ ოლაფ შოლცს გაუმხელს თავისი “გამარჯვების გეგმის” დეტალებს, რაც აქამდე აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს წარუდგინა.

გარდა ამისა, იგეგმება კონფიდენციალური მოლაპარაკებები ზელენსკისა და გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შორის.

“თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ შოლცი და ზელენსკი შაბათს, 12 ოქტომბერს, გერმანიაში რამშტაინის ბაზაზე შეხვდებოდნენ. თუმცა, ვინაიდან, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ქარიშხალი “მილტონის” გამო აშშ-ში დარჩა, სამიტი უფრო გვიანი ვადისთვის გადაიდო”, - ნათქვამია გამოცემის განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება