ზაზა ვაშაყმაძემ  ბერლინის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა

გერმანიის დედაქალაქში გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია, თემაზე: „როგორ შეუძლია ინკლუზიურ რელიგიასა და რწმენის თავისუფლებას პრევენცია მოახდინოს ან/და აღკვეთოს რადიკალიზაცია, ექსტრემიზმი და ძალადობა". ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ბერლინის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს საქართველოს დელეგაცია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, დავით დავითაშვილის შემადგენლობით.

“დღეს ზაზა ვაშაყმაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სააგენტოს თავმჯდომარემ ისაუბრა საქართველოს რელიგიურ ლანდშაფტზე, აღნიშნა, რომ საქართველოში ქრისტიანობა პირველი საუკუნიდანვე გავრცელდა, შეეხო სახელმწიფოს რელიგიურ პოლიტიკას, კერძოდ, რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებით გაწეულ მატერიალურ კომპენსაციასა და რელიგიური ორგანიზაციებისათვის საკულტო ნაგებობების დაბრუნების პრაქტიკას, ინტერრელიგიური სათათბიროს საქმიანობას, რომელიც 14 ძირითად რელიგიურ ორგანიზაციას აერთიანებს, ქართული ისლამის ფენომენს, რომელიც სუნიტებისა და შიიტების კეთილმეზობლურ ურთიერთობას გულისხმობს, საქართველოში ებრაელთა ცხოვრების 26 საუკუნოვან, უნიკალურ ტრადიციას, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართველი მოსახლეობის გადაადგილების, რელიგიური, განათლების, ჯანდაცვის უფლების სრულ უგულებელყოფასა და სადავო ძეგლებს, საბჭოთა მემკვიდრეობად რომ ერგო ქართულ სახელმწიფოს.

ზაზა ვაშაყმაძემ განსაკუთრებულად აღნიშნა ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის აუცილებლობა, რომელმაც ზუსტად უნდა აღნუსხოს იქ არსებული ვითარება. გარდა ამისა, ისაუბრა სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებში რელიგიის კუთხით საქართველოს შესახებ ობიექტური და სრული ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობაზე.

კონფერენცია, რომლის ორგანიზატორებიც არიან ამერიკული ორგანიზაციები - „საერთაშორისო რელიგიის თავისუფლების სამდივნო" (IRF Secretariat) და „გიყვარდეს შენი მეზობელი თემი" (LYNC), მუშაობას ხვალ დაასრულებს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი