კახა კალაძე - შეხვედრები კეთდება იმისთვის, რომ თავი მოაწონონ გარედან ჩარეულ ადამიანებს, კონკრეტულ საელჩოებს, უცხოელ დეპუტატებს - როგორ შეიძლება, გვარამია-მელია ჩავიდნენ კახეთში და შეხვდნენ გლეხს, რაზე უნდა ელაპარაკონ?

ეს შეხვედრები კეთდება იმისთვის, რომ უბრალოდ თავი მოაწონონ გარედან ჩარეულ ადამიანებს, კონკრეტულ საელჩოებს, უცხოელ დეპუტატებს. ისინი ხალხთან ვერ მიდიან და ვერ ესაუბრებიან პირისპირ, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ქუთაისში “კოალიცია ცვლილებისთვის” ყრილობას.

მისი შეფასებით, უამრავი პოლიტიკური პარტია შეიქმნა, თუმცა ისინი “ნაციონალური მოძრაობის” წიაღში აღმოცენებული რადიკალები არიან.

“ეს შეხვედრები კეთდება იმისთვის, რომ უბრალოდ თავი მოაწონონ გარედან ჩარეულ ადამიანებს, კონკრეტულ საელჩოებს, უცხოელ დეპუტატებს. ისინი ხალხთან ვერ მიდიან და ვერ ესაუბრებიან პირისპირ, ამას თავისი ახსნა აქვს. როგორ შეიძლება, პირობითად, გვარამია-მელია ჩავიდნენ კახეთში და შეხვდნენ გლეხს. რაზე უნდა ელაპარაკონ და რა განმარტებები უნდა გააკეთონ?

რაც შეეხება შანსებს, უამრავი პოლიტიკური პარტიაა, შეიქმნა სხვადასხვა პლატფორმა, ზოგი გაერთიანდა, ზოგი დაიშალა. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ეს ადამიანები ყველამ ვიცით, რომ არიან “ნაციონალური მოძრაობის” წიაღში აღმოცენებული რადიკალები, რომლებსაც აერთიანებთ ქვეყნის სიძულვილი, მოღალატეობრივი ქმედებები. იმ რეჟიმის დროს, რომელიც 2012 წლამდე ქვეყანაში იყო, ამ ადამიანებს ყველას სხვადასხვა ფუნქცია ჰქონდა და დღეს ისინი გამოდიან, რაღაც სახელები გადაირქვეს და აქვთ მცდელობა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. რეალურად, ეს ადამიანები იბრძოლებენ იმისთვის, რომ მიუახლოვდნენ ან გადალახონ საარჩევნო ბარიერი”, - განაცხადა კალაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება