კახა კალაძე - მოწოდებები ადრეც იყო, არ დავმალავ და პირდაპირ ვიტყვი: კაბინეტებში იყო ხელის გადაგრეხის მცდელობები კიდევ უფრო მძიმე საკითხებზეც - რეზოლუციას არანაირი ფასი არ აქვს

გავა ცოტა დრო და გამოიკვეთება, როგორც წინა რეზოლუციების შემთხვევაში, რომ ამაში ფული იყო გადახდილი , - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.

კალაძის თქმით, ევროპარლამენტში არიან კონკრეტული დეპუტატები, რომლებიც მსგავსი რეზოლუციებისთვის ხელის მოწერის სანაცვლოდ ფულს იღებენ.

„მოწოდებები ადრეც იყო, არ დავმალავ და პირდაპირ ვიტყვი, რომ კაბინეტებში ამ და სხვა საკითხებზე იყო ხელის გადაგრეხის მცდელობები. კიდევ უფრო მძიმე საკითხებზეც, რომლებიც, სამწუხაროდ არ იყო გაჟღერებული. იმედი მაქვს, რომ მომავალში ამასაც გააჟღერებენ და იტყვიან რა მოწოდებები იყო და საითკენ მიჰყავდათ ჩვენი ქვეყანა, რომ არა საქართველოს მთავრობა, ქვეყანაში უმძიმესი მდგომარეობა გვექნებოდა.

რაც შეეხება რეზოლუციას, არანაირი ფასი არ აქვს. გავა ცოტა დრო და გამოიკვეთება, როგორც წინა რეზოლუციების შემთხვევაში, რომ ამაში იყო ფული გადახდილი. კონკრეტული დეპუტატები იღებენ ფულს იმაში, რომ ამ სიბინძურეებს მოაწერონ ხელი“,- განაცხადა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საქართველო არ შეუერთდება ორმხრივ სანქციებს, რადგან, მისი თქმით, ეს ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას.

„ჩვენ არ შევუერთდებით სანქციებს იმიტომ, რომ სანქციებზე მიერთება ნიშნავს ქვეყნის ეკონომიკის დანგრევას, საქართველოს გაღატაკებას, ეს ვისზე აისახება? - რიგითი ადამიანების ოჯახებზე, ჯიბეებზე. ერთის მხრივ, სურვილი იყო რომ ქვეყანა ეკონომიკურად დაზიანებულიყო, რადგან შემდეგ ხალხს უფლება ექნებოდა დღევანდელი ხელისუფლებისთვის პასუხი მოეთხოვათ. ჩვენ რატომ აგვირჩია ხალხმა და რატომ ვართ ამდენი ხანი ხელისუფლებაში? ხალხმა მოგვცა მანდატი და ამავე დროს გვაქვს უდიდესი პასუხისმგებლობა, რომ ქვეყანა ვატაროთ სწორ გზაზე, რომ არ მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, შესაბამისად, ჩვენ არ მივუერთდებით სანქციებს, რადგან ეს აზიანებს ქვეყანას“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო