გიორგი ჩაკვეტაძე ეხმაურება „გახარია - საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის წევრებზე თავდასხმის შესახებ და ვიდეომასალას ავრცელებს

"ქართული ოცნების“ დეპუტატი და პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ეხმაურება „გახარია - საქართველოსთვის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პარტიის წევრებზე თავდასხმის შესახებ და ვიდეომასალას ავრცელებს.

როგორც ჩაკვეტაძე წერს, ვრცელდება „დაჩეხილი ვიდეოები“, რომელსაც გახარიას პარტიას „ნაცების ტელევიზიები“ უვრცელებენ.

„რა მოხდა სინამდვილეში და რა დამალეს გახარიელებმა თავიანთ ვიდეოში, რომელსაც ნაცების ტელევიზიები მომხდარიდან რამდენიმე წუთში ავრცელებენ. მოღალატე გახარიას რომ ჰკითხო, „ნაცებთან“ საერთოდ არ აქვს შეხება. დაჩეხილ ვიდეოებს ისინი უვრცელებენ და რეკლამას უკანონოდ ისინი უშვებენ თავიანთ ტელევიზიებში”, - წერს ჩაკვეტაძე.

შეგახსენებთ, პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ინფორმაციით, თბილისში პარტიის წევრებს თავს დაესხნენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა განუცხადა, თბილისში, ამაღლების ქუჩაზე, როდესაც პარტიის წევრები სააგიტაციო მასალას აკრავდნენ, უცნობი პირები თავს დაესხნენ. ბუჩუკურის თქმით, თავდამსხმელები, სავარაუდოდ, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები არიან.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!