ანა დოლიძე - ყველანაირი კვლევა აჩვენებს, რომ სახელმწიფოები, რომლებიც კეთილდღეობაში ცხოვრობენ, პატივს სცემენ ქალებისა და მამაკაცების თანასწორობას - პარლამენტში გენდერული საბჭო გვყავს, მაგრამ ღმერთს არ უქნია, ამას შევცვლით

ყველანაირი კვლევა აჩვენებს, რომ ის სახელმწიფოები, რომლებიც ცხოვრობენ კეთილდღეობაში, პატივს სცემენ ქალებისა და მამაკაცების თანასწორობას, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ქალებისა და მამაკაცების უთანასწორობის ქართული კულტურით გამართლება კოლონიალისტური მიდგომაა და მიზნად ისახავს ქართველ ხალხზე ცუდის თქმას.

„თქვენ, რომ შეხედოთ მსოფლიოს, ეს ორი საკითხი ერთმანეთს ემთხვევა. ყველაზე მდიდარი, ყველაზე უსაფრთხო, კეთილდღეობაში მყოფი სკანდინავიის ქვეყნებია, მათ ასევე აქვთ არაჩვეულებრივად უზრუნველყოფილი ქალების ეკონომიკური უფლებები, ქალების სიმდიდრე, შრომა, დეკრეტული შვებულება და ა.შ. ამ ტიპის საზოგადოებისკენ მივისწრაფვით ჩვენ.

ის, რომ საქართველოში ქალების მდგომარეობა არ არის კარგი, არის ხოლმე ახსნილი და გამართლებული ვითომ ქართული კულტურით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კოლონიალური და იმპერიალისტური მიდგომაა, რომ კიდევ მორიგი მიზეზი ნახონ იმის სათქმელად, რომ ქართველები რა ცუდები ვართ. სინამდვილეში 1921 წლის საქართველოს კონსტიტუციაში სწორედ ნორვეგიასთან, დანიასთან და შვედეთთან ერთად, ეს კონსტიტუცია იყო პირველი, რომელმაც უზრუნველყო ქალისთვის ხმის მიცემის უფლება. ჩვენს მერე იყო ჰოლანდია, აშშ და ძალიან ბევრი დღეს განვითარებული ქვეყანა. საქართველოს შეუძლია იყოს პროგრესული სახელმწიფო“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრისას ანა დოლიძემ ქვეყანაში ოჯახური ძალადობის ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ძლიერი საქართველოს პრიორიტეტია, გაძლიერდეს სოციალური სამსახური.

„პარლამენტში გვყავს გენდერული საბჭო, მაგრამ ღმერთს არ უქნია, იმას შევცვლით და ჩვენი ქალებიდან რომელიმე ვიქნებით, ვისაც მართლა გვადარდებს ეს. ჯანდაცვის სამინისტროში ერთი მოადგილე მაინც უნდა იყოს მიბმული ამ საკითხზე. ფაქტი რომ მოხდება, მაგის დევნა კი არ უნდა მოხდეს. სოციალური სამსახური თვითონ დასაცავია, ბენზინის ფული არ აქვთ. ეს არის უწყება, რომელიც უნდა გავაძლიეროთ. 1000 ლარი აქვთ ხელფასი, მაგრამ 3000 უნდა ჰქონდეთ. ეს არის ხალხი, რომელიც უვლის ყველაზე რთულ სფეროს, დადიან ოჯახებში და ამ დროს ბენზინის ფული არ აქვთ. ჩვენი მიდგომა არ არის ორიენტირებული დასჯაზე, ჩვენი მიდგომაა გავაძლიეროთ სოციალური სამსახური. ეს იქნება ჩვენი პრიორიტეტი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება