ლუკა შველიძე - საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია

მინდა, ყველამ ერთად გავიღვიძოთ! გახსოვდეთ, როდესაც ახალგაზრდები ერთვებიან, საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია. დღეს, ეს არჩევნები პრინციპული მნიშვნელობისაა თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვისაც, - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრმა ლუკა შველიძემ განაცხადა.

შველიძემ, რომელმაც გახსნა "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" შეხვედრა ისნისა და სამგორის მოსახლეობასთან, ამომრჩევლებს განუცხადა, რომ მათთან ერთად მზადაა ყველა ხმის დასაცავად.

"მე არ მინდა, რომ დიდხანს დაგტვირთოთ პოლიტიკური სიტყვით, რადგან დარწმუნებული ვარ, ბევრ არჩევნებში მიგიღიათ მონაწილეობა და მრავალი სიტყვა მოგისმენიათ. მინდა, მხოლოდ შეგახსენოთ და თქვენში გავაღვიძო ის ახალგაზრდები, რომლებიც 9 აპრილის ღამეს ქუჩაში იდგნენ და საქართველოს დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. მინდა, გაგახსენოთ და გავაღვიძოთ ის ახალგაზრდები, რომლებმაც ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტი ჩაყარეს 2003 წელს, მიხეილ სააკაშვილთან ერთად.

მინდა, ყველამ ერთად გავიღვიძოთ! გახსოვდეთ, როდესაც ახალგაზრდები ერთვებიან, საქართველოს გამარჯვება გარდაუვალია. დღეს, ეს არჩევნები პრინციპული მნიშვნელობისაა თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვისაც. მე იმ ოჯახიდან ვარ, რომლის თაობები რუსეთთან ბრძოლაში გაიზარდნენ, და დღეს მე რუსულ რეჟიმს ვებრძვი თქვენთან ერთად”, - განაცხადა შველიძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს