პრემიერი - საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე - ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე. ამის გამო არიან შეწუხებული ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, უკრაინაში არსებული ვითარება სასურველად წარმოედგინათ ქართული საზოგადოებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი შეფასებით, კონკრეტული სუბიექტები წუხან "ქართული ოცნების" ბილბორდების და შესაბამისი ვიდეორგოლის გამო ერთი მარტივი მიზეზით - ისინი 2. 5 წლის განმავლობაში "წარმატებით ახერხებდნენ, საქართველოს მოსახლეობისთვის დაემალათ რა ხდებოდა და რა ხდება დღეს უკრაინაში".

„მინდა, გამოვეხმაურო ცნობილ ბილბორდებს და შესაბამის სარეკლამო რგოლს, სადაც გამოსახული იყო უკრაინაში მიმდინარე მოვლენები - ომის სურათი და მეორე მხარეს - ქვეყნის განვითარება. კონკრეტული სუბიექტები წუხან ამ ბილბორდების და შესაბამისი ვიდეორგოლის გამო ერთი მარტივი მიზეზით - ისინი 2,5 წლის განმავლობაში ახერხებდნენ წარმატებით, საქართველოს მოსახლეობისთვის დაემალათ რა ხდებოდა და რა ხდება დღეს უკრაინაში, სადაც არის სრული კატასტროფა ეკონომიკური, ჰუმანიტარული, ინფრასტრუქტურის კუთხით და ა.შ. ორ-ნახევარი წლის განმავლობაში ისე წარმოაჩენდნენ მოვლენებს, რომ ჩვენ უნდა შეგვშურებოდა უკრაინის, პირდაპირ ამ ტერმინსაც იყენებდნენ, რომ შურდათ უკრაინის, უკრაინელი ხალხის, უკრაინის სახელმწიფოსი. რეალურად, ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა ის ტყუილი, რაშიც ცდილობდნენ, დაეტოვებინათ ქართული საზოგადოება. მაშინაც იყო ბულინგი, მათ შორის სხვა ტელევიზიებიც, არა „ნაცმოძრაობის" ტელევიზიებიც რომ ნაკლებად აშუქებდნენ და აშუქებენ დღესაც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს, ესეც ამ ბულინგის შედეგია, შენ თუ აჩვენებ იმ სურათს, რაც არის უკრაინაში, დაგიძახებენ რუსეთის გულშემატკივარს და ათას სისულელეს. რეალურად, საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე. ამის გამო არიან შეწუხებული ის ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, უკრაინაში არსებული ვითარება სასურველად წარმოედგინათ ქართული საზოგადოებისთვის. ამის მთავარი მიზანი რა არის - ისევ და ისევ ის განზრახვა, რაც აქვთ კონკრეტულ ძალებს. უნდათ საქართველოში ომი, მეორე ფრონტი, შენ სასურველად უნდა წარმოგიჩინონ უკრაინის მდგომარეობა, იმისთვის, რომ გარკვეულ დონეზე მაინც მოგინდეს ომი და მეორე ფრონტი შენს ქვეყანაში. ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები ამ სარეკლამო მასალებით", - განაცხადა პრემიერმა "იმედის" ეთერში.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო