„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა

სს „ბანკი ქართუს“ ფინანსური მხარდაჭერით ქალაქ ბოლნისში გაიხსნა თანამედროვე სტანდარტების და უახლესი რეგულაციების შესაბამისად გარემონტებული მაღალტექნოლოგიური და მრავალპროფილური საავადმყოფო.

კომპანიამ რეაბილიტაცია ჩაუტარა 5 680 კვ.მ. ფართობის 4 სართულიან შენობას და აღჭურვა შესაბამისი თანამედროვე სამედიცინო დანადგარებით. საავადმყოფოში განთავსებულია 111 საწოლი.

კლინიკის რეაბილიტაციის პროექტში განხორციელებულმა მთლიანმა ინვესტიციამ 5 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც თანხის უდიდესი ნაწილის დაფინანსება მოხდა სს „ბანკი ქართუს“ კრედიტით, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“ - სახელმწიფო პროგრამის „ბიზნეს უნივერსალის“ მიმართულების ფარგლებში.

კლინიკაში ფუნქციონირებს მოზრდილთა და ბავშვთა გადაუდებელი დახმარება ,,ემერჯენსი“ (მე-3 დონის), მოზრდილთა და ბავშვთა ქირურგია, თერაპია, რეანიმაცია, ინტენსიური, ოტორინოლარინგოლოგია, მოზრდილთა ნევროლოგია, კარდიოლოგია, ნეიროქირურგია, გინეკოლოგია, ინტერვენციული კარდიოლოგია, ტრავმატოლოგია, ოფთალმოლოგია.

კლინიკას აქვს 2 კომპიუტერული ტომოგრაფი, სტაციონარული რენტგენი, 3 მობილური რენტგენი, ულტრაბგერის აპარატები და სხვა. ლაბორატორიული საქმიანობა ხორციელდება უახლესი ანალიზატორების საშუალებით.

სს „ბანკი ქართუ“ მომავალშიც გააგრძელებს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი და პერსპექტიული პროექტების დაფინანსებას.

(R)

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება