მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საერთაშორისო საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული CORE აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიასა და საერთაშორისო საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული CORE აკადემიას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას მეცნიერებათა ეროვნული აკადემია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა გახსნა. სტუმრების მხრიდან ღონისძიებას ესწრებოდნენ: CORE აკადემიის საბჭოს წევრი ლი ლეი, რეიმონდ ჯეი ვუ, ფან ლიუ და იან ჩანი.

„თავის მხრივ, CORE აკადემია წარმოადგენს საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE Academy-ის ფილიალებს (მათ შორის Ke Rui Academy, CORE Scientific Centers და CORE Reserch Laboratories).

ხსენებული მემორანდუმი თავის მხრივ ითვალისწინებს ერთობლივი პროექტების ხელშეწყობას საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ტექნოლოგიურ და კულტურულ ასპარეზზე; ერთობლივი სამეცნიერო კვლევების განხორციელებას, აკადემიური კადრების გაცვლას, ერთობლივი სამეცნიერო-ტექნიკური ტურების, სამეცნიერო შეხვედრების ჩატარებას და სხვ. როგორც სტუმრებმა შეხვედრაზე აღნიშნეს, მათთვის დიდი პატივია საქართველოში ჩამოსვლა და ქართველ მეცნიერებთან შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ CORE აკადემიის სრული წევრები არიან აკადემიკოსები: როინ მეტრეველი, ვლადიმერ პაპავა და ხვედრი ინასარიძე.

თანამშრომლობის მემორანდუმს CORE აკადემიის სახელით ხელი მოაწერა მეცნიერებათა დოქტორმა, აღმასრულებელი გამგეობის საბჭოს წევრმა ლი ლეიმ, ხოლო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მხრიდან, პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება