უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის ტერიტორიაზე Shahed-ების საწყობს დაარტყეს, სადაც 400-მდე დრონი ინახებოდა

უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-საზღვაო ძალების ჯგუფმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ოლქში, იესკის რაიონის ოქტიაბრსკის დასახლებასთან Shahed-ების ბაზას შეუტია, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

„ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, იქ 400-მდე თავდასხმის დრონი ინახებოდა, ობიექტური მონიტორინგის შედეგებით დაფიქსირდა სამიზნეზე ზუსტი დარტყმა“, - ნათქვამია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის განცხადებაში.

თავის მხრივ, კრასნოდარის მხარის ოპერატიულმა შტაბმა განაცხადა, რომ ოქტიაბრსკში „სათავსოებს“ ცეცხლი გაუჩნდა და ხანძარი 1600 კვადრატულ მეტრ ფართობზეა ლოკალიზებული. ოპერატიულ შტაბს არ დაუკონკრეტებია რა ინახებოდა საწყობებში და რამ გამოიწვია ხანძარი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„იმპექსფარმი“: სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ არ იყიდება!
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს
100+ მილიონიანი ტრანზაქცია ქართულ ბაზარზე და „ენთების“ დიუ დილიჯენსი