უჩა ნანუაშვილი - სამწუხაროა, რომ მოსამართლეთა უმრავლესობამ ვერ დაინახა რისკები და საფრთხეები, რომელიც რუსული კანონის მიღებამ შექმნა - სასამართლომ, ორი ადამიანის გარდა, ის დამოუკიდებლობის ხარისხიც დაკარგა, რომელიც მანამდე ჰქონდა

სამწუხაროა, რომ სასამართლოს წევრთა უმრავლესობამ ვერ დაინახა სერიოზული რისკები და საფრთხეები, რომელიც რუსული კანონის მიღებამ შექმნა ქვეყანაში. სასამართლომ, ორი ადამიანის გარდა, ის დამოუკიდებლობის ხარისხიც დაკარგა, რომელიც მანამდე საზოგადოებაში ჰქონდა, - ამის შესახებ „დემოკრატიის კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელმა, უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე.

როგორც მან აღნიშნა, საკმარისი დრო და რესურსი ჰქონდა სასამართლოს იმისთვის, რომ სხვა გადაწყვეტილება მიეღოთ.

„მადლობა იმ ორ მოსამართლეს, ვინც მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიეღო დამოუკიდებელ მოსამართლეს. დანარჩენ შემთხვევაში, სამწუხაროა, რომ სასამართლოს წევრთა უმრავლესობამ ვერ დაინახა სერიოზული რისკები და საფრთხეები, რომელიც რუსული კანონის მიღებამ შექმნა ქვეყანაში. სასამართლომ, ორი ადამიანის გარდა ის დამოუკიდებლობის ხარისხიც დაკარგა, რომელიც მანამდე საზოგადოებაში ჰქონდა. სამწუხაროა, რომ ეს მოხდა. საკმარისი დრო და რესურსი ჰქონდათ სხვა გადაწყვეტილება რომ მიეღოთ. სასამართლოს უნდა დაენახა ის წინააღმდეგობა კონსტიტუციასთან, რომელიც მიღებულ კანონში არსებობს”, - აღნიშნა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შეჩერების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. სასამართლომ წარდგენილი სარჩელები ნაწილობრივ დასაშვებად ცნო, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი არსებითი განხილვები დაიწყება. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორმა მოსამართლემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მოსამართლეების - გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის განსხვავებული მოსაზრებაც გამოაქვეყნა. როგორც ირკვევა, ორი მოსამართლე - გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში მიიჩნევენ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა და საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის სადავო ნორმების მოქმედება.

საუბარია ნორმებზე, რომლებიც ითვალისწინებს: ორგანიზაციების „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ სახელდებისა და ამავე სტატუსით რეესტრში რეგისტრაციის ვალდებულებას, ასევე, ორგანიზაციებში დაცულ ინფორმაციაზე წვდომასა და პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულებას.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის