ანა დოლიძე და ალეკო ელისაშვილი - დიღმის ჭალები გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე დგას - ადგილი, სადაც პარკის აშენება იგეგმებოდა, დღეს გაპარტახებულია

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებმა, ანა დოლიძემ და ალეკო ელისაშვილმა დიღმის ჭალებთან ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ადგილი, სადაც პარკის აშენება იგეგმებოდა, დღეს გაპარტახებულია.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, დიღმის ჭალები გარემოსდაცვითი და ეკოლოგიური გამოწვევების წინაშე დგას.

„ჩვენ ვდგავართ „ქართული ოცნების“, ამ მატყუარა და თაღლითების პარტიის კიდევ ერთი არშესრულებული საარჩევნო დაპირების ადგილას. ჯერ კიდევ თბილისის საკრებულოს დეპუტატი ვიყავი, როდესაც თბილისის მაშინდელმა სამარცხვინო მერმა, დავით ნარმანიამ აქ დიდი პრეზენტაცია გამართა და თქვა, რომ ამ უნიკალური ლანდშაფტის ადგილას, სადაც მტკვართან შესასვლელია, 50 ჰა-ზე გაშენდებოდა არაჩვეულებრივი ლანდშაფტური პარკი. შემდეგ, თბილისის ისტორიაში ყველაზე მექრთამე მერმა, კალაძემ ეს პრეზენტაცია ოდნავ განაახლა და წინასაარჩევნოდ წარმოადგინა, რომ აქ პარკი აუცილებლად აშენდებოდა. სინამდვილეში, ეს ადგილი გაპარტახებულია. ამ ადგილს იყენებდნენ ინერტული მასალების ასაღებად, ნაგავსაყრელად და სამშენებლო პოლიგონად. ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ გპირდებით, რომ ეს ბარბაროსობა ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ შეწყდება. სამეცნიერო აზრზე დაყრდნობით მოხდება ამ ადგილის სხვაგვარად მართვა და განვითარება“, -განაცხადა ელისაშვილმა.

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, დიღმის ჭალები ნაგავსაყრელად არ უნდა იყოს ქცეული. ანა დოლიძის განმარტებით, სამშენებლო კომპანიებს თბილისის მერია მფარველობს.

„აქ უნდა იყოს ცენტრალური პარკი თბილისის მოსახლეობისთვის, რომელიც თბილისის განაპირას ცხოვრობს. თბილისში ერთი ცენტრალური პარკი იყო, იქაც ჩააშენა ბეტონები და ახლაც ჩაგვიშენებენ. რამდენიმე ცენტრალური პარკი გვჭირდება იმისთვის, რომ ცხოვრების ხარისხი ყველა თბილისელისთვის გაიზარდოს“, - განაცხადა დოლიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება