ონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებმა იოსებ ჭელიძემ და ალექსანდრე დარახველიძემ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თემურ მღებრიშვილთან ერთად რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, ქალაქ ონში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობა გახსნეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული - პარმენ მარგველიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

„ახალი შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღჭურვილია უახლესი ინვენტარით. თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო და მოსასვენებელი ოთახები, სპეციალური სავარჯიშო სივრცე, სასწავლო ოთახი და სპორტული დარბაზი.

შენობაში განთავსდა ოპერატიული მართვის ცენტრიც, სადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, რაჭის რეგიონში, შემოსული შეტყობინებების მონიტორინგი და შესაბამის სახანძრო-სამაშველო ჯგუფებთან გადანაწილება განხორციელდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შენობის ეზოში სახანძრო-სამაშველო ტექნიკისთვის სპეციალური ავტოსადგომი მოეწყო, შენობის სახურავზე კი მზის ენერგიის პანელები დამონტაჟდა. ახალი შენობა, ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება