Moody’s-ის უფროსი ანალიტიკოსი - ჩვენი სცენარით, საქართველოს ეკონომიკა ზრდას მძლავრი ტემპით განაგრძობს, რაც ბანკების საოპერაციო გარემოს დაეხმარება

ჩვენი საბაზო სცენარით, საქართველოს ეკონომიკა ზრდას მძლავრი ტემპით განაგრძობს, რაც ბანკების საოპერაციო გარემოს დაეხმარება, - ამის შესახებ საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია Moody’s-ის უფროსმა ანალიტიკოსმა ალექსის ფილიპიდესმა სებ-ის მიერ ორგანიზებულ იპოთეკით დაცული ობლიგაციების კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სტაბილურმა საოპერაციო გარემომ ხელი შეუწყო საქართველოს საბანკო სექტორის აქტივების ხარისხის მომგებიანობას.

„ბოლო წლებში, საქართველოს საბანკო სექტორში აქტივების ხარისხისა და მომგებიანობის მხრივ საკმაოდ პოზიტიური მოვლენების მომსწრე გავხდით, რასაც ხელი შეუწყო საკმაოდ კეთილსაიმედო საოპერაციო გარემომ. რასაკვირველია, არსებობს გარკვეული რისკებიც, მათ შორის გეოპოლიტიკური რისკები, თუმცა თუ ეს რისკები არ დადგა, ქართული ბანკები შეინარჩუნებენ მედეგობას, რითაც წინა წლებშიც გამოირჩეოდნენ“, - აღნიშნა ალექსის ფილიპიდესმა.

მისივე თქმით, საქართველოს საბანკო სექტორისთვის ერთ-ერთი მთავარი დადებითი ასპექტია, რომ ქვეყნის ეროვნული ბანკი ძალიან პროაქტიული და ჩართული რეგულატორია.

„სებ-მა მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა სექტორში ლარიზაციის გაუმჯობესებისა და რისკების მიტიგაციის მიზნით“, - აღნიშნა ალექსის ფილიპიდესმა.

ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება