„საქართველოს ბანკი“ სოციალურ მედია მარკეტინგში კორპორატიული მიმართულებით მსოფლიოში საუკეთესოდ დასახელდა

საერთაშორისო გამოცემა Global Finance-მა „საქართველოს ბანკი“ მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკების 25-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე 9 კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ბანკმა კორპორატიული მიმართულებით საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგისა და სერვისების გლობალურ ქვენომინაციაში საუკეთესო ბანკის ჯილდო მიიღო. „აღსანიშნავია, რომ Global Finance-ის ჯილდო ამ კატეგორიაში ქართულ კომპანიას პირველად გადაეცა. ნომინაციაში გამარჯვებულის გამოსავლენად, Global Finance-ს წარმომადგენლები ფინანსური ინსტიტუტების ციფრული შეთავაზებების მრავალფეროვნებას და ციფრული ინიციატივების ხელშესახებ შედეგებს აფასებენ. საუკეთესო სოციალური მედია მარკეტინგის გლობალური ჯილდოს მოპოვება „საქართველოს ბანკმა“ მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების სოციალური მედიის არხებში ფართო გაშუქებით და სოციალურ მედია მარკეტინგში ინოვაციური ინსტრუმენტების გამოყენებით შეძლო.

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა ამ ჯილდოს მიღება, რადგან ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ბიზნესის მხარდაჭერისთვის ჩვენ მიერ გაწეულ ძალისხმევას. აგრობიზნესიდან დაწყებული, მაღალტექნოლოგიური სტარტაპებითა და კორპორაციული ინსტიტუტებით გაგრძელებული, გასულ წელს სოციალურ მედიაში 100-მდე ბიზნესი წარმოვაჩინეთ. მათი გეგმების, ინოვაციური მიდგომების და პროდუქტის სწორად წარმოჩენით, ვამცირებთ დისტანციას ბიზნესებსა და საბოლოო მომხმარებლებს შორის. კონტენტის გუნდი, ციფრული მარკეტინგის გუნდთან ერთად, სწორად დამიზნებული ციფრული მასალებით, ერთი მხრივ, ვზრდით ბიზნესების ცნობადობას, მეორე მხრივ კი, სოციალურ მედიაში საცალო და კორპორატიულ მომხმარებლებს ჩვენი ციფრული სერვისებით სარგებლობას ვუადვილებთ. ექსტენსიური კომუნიკაციით მჭიდრო ურთიერთობაში შევდივართ მომხმარებლებთან, ციფრული პლატფორმების და შიდა ინსტრუმენტების დახმარებით, მყისიერად ვპასუხობთ მათ საჭიროებებს და საბოლოოდ, ვეხმარებით მათი პოტენციალის სრულ რეალიზებაში“, - განაცხადა „საქართველოს ბანკში” კონტენტის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინუცა ოქროპირიძემ.

აღსანიშნავია, რომ „საქართველოს ბანკმა“ Global Finance-ის დაჯილდოებაზე ყველაზე მნიშვნელოვანი - მსოფლიოს საუკეთესო ციფრული ბანკის ჯილდო მოიპოვა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო