მამუკა მდინარაძე - იმის გამო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს, ქართული ოპოზიციის ჩანაცვლება გარე აქტორებს და ელჩებს მოუწიათ, რომლებიც უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ პოზიციონირებენ

იმის გამო, რომ საქართველოში ოპოზიცია აღარ არსებობს, ქართული ოპოზიციის ჩანაცვლება გარე აქტორებს მოუწია იმისთვის, რომ ბარიერი მაინც გადალახონ - სამწუხაროდ, მათი ჩანაცვლება ელჩებსაც მოუწიათ, რომლებიც უმრავლესობის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ პოზიციონირებენ, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

გერმანიის ბუნდესტაგში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ მომზადებულ კრიტიკულ რეზოლუციასთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამ რეზოლუციის მიღება კიდევ ერთი ანტიქართული, გარე ძალების მიერ კოორდინირებული, საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გადაწყვეტილება იქნება.

„ჩვენი კითხვაა, რატომ? - საიდან მოიტანეს, რომ საქართველოში არის დემოკრატიის უკუსვლა? რატომ ხდება, რომ სიმართლის საპირისპიროდ რაღაც რეზოლუციები მიიღება?!

უკვე მეოთხე რეზოლუციაა - ივანიშვილი დაასანქცირეთო! ამას სამწუხაროდ, ბუნდესტაგში ანტიქართული და საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობის გადაწყვეტილება მოჰყვება, თუკი რეზოლუცია კენჭისყრის შედეგად ხმებს მიიღებს.

საზოგადოებას ვაფრთხილებდით და ვაფრთხილებთ - მეგობრებო! გარედან ძალიან ბევრი შემოტევა იქნება. რაც უფრო მეტად მოახლოვდება არჩევნები, მით მეტად გამძაფრდება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობები, მით უფრო გამძაფრდება ცუდი და ნეგატიური განცხადებები. ეს იმიტომ, რომ ოპოზიცია არ არსებობს და აგენტურა აგენტურულ დავალებას ვერ ასრულებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება