მამუკა მდინარაძე - აგენტურამ და მისმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობებზე - მიხვდნენ, რომ ევროკომისიის ცუდი დასკვნა ხალხის მიერ გაშიფრული იქნებოდა და ეს არჩევნების შედეგებზე ვერ იმოქმედებდა

იფიქრეს, იქნებ რეზოლუციებით, ბუნდესტაგის განცხადებებით, მიღებული გადაწყვეტილებებით, გარე აქტორებით, ელჩების ნეგატიური განცხადებებით ვიმოქმედოთ არჩევნებზე და ეს ე.წ. კოზირი დავიტოვოთ არჩევნების შემდეგ - აგენტურამ და მისმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობებზე,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ევროკომისიის დასკვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის გამოქვეყნებაც 30 ოქტომბრისთვის გადაიდო.

მდინარაძის თქმით, „მიხვდნენ, რომ ევროკომისიის ცუდი დასკვნა ხალხის მიერ უკვე გაშიფრული იქნებოდა და ეს არჩევნების შედეგებზე ვერ იმოქმედებდა“.

„ევროკომისიის დასკვნის გამოქვეყნების გადადება ჩემთვის პირადად, ერთი რამის მიმანიშნებელი იყო, რომ აგენტურამ და მისმა პატრონებმა ხელი ჩაიქნიეს არჩევნების შედეგებზე ზეგავლენის მოხდენის მცდელობებზე. რაღაცა კუთხით მაინც ცდილობენ, მაგრამ შედეგი როდესაც როგორც ჩანს განსაზღვრეს, რომ საქართველოზე რაც არ უნდა ნეგატიური დასკვნა დადებულიყო, ჩემი აზრით, იფიქრეს, იქნებ რეზოლუციებით, ბუნდესტაგის განცხადებებით, მიღებული გადაწყვეტილებებით, გარე აქტორებით, ელჩების ნეგატიური განცხადებებით ვიმოქმედოთ არჩევნებზე და ეს ე.წ კოზირი დავიტოვოთ არჩევნების შემდეგ.

დარწმუნებული ვარ, ისინი აპირებენ ყვირილს, რაღაცების მოგონებას, როგორც გააყალბეს PVT, რაღაცა სიგიჟეები უნდა იძახონ, რომ არჩევნები გაყალბდა. 30-ში მათ უნდათ, რომ დაეწიოს კიდევ ერთი დიდი ნეგატივი, არჩევნები ჩატარდა ცუდად და ა.შ. ამის გათვლასთან გვაქვს საქმე. მიხვდნენ, რომ ევროკომისიის ცუდი დასკვნა ხალხის მიერ უკვე გაშიფრული იქნებოდა და აზრი არ ჰქონდა, ეს არჩევნების შედეგებზე ვერ იმოქმედებდა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება