ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ლიბანსა და ღაზაში „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ბევრი მებრძოლი და ობიექტი გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, გასული დღის განმავლობაში ლიბანში „ჰეზბოლას“ ობიექტებზე 110-ზე მეტი საჰაერო დარტყმა განახორციელეს.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ იერიში მიიტანეს როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაზე.

ამასთან, თავდაცვის ძალების ცნობით, სამხრეთ ლიბანში მოქმედმა ჯარებმა საჰაერო ძალების დახმარებით „ჰეზბოლას“ ბევრი მებრძოლი გაანადგურეს.

ისრაელელმა სამხედროებმა ასევე აღმოაჩინეს და გაანადგურეს იარაღი, მათ შორის რაკეტები და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები.

რაც შეეხება ღაზის სექტორს, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ღაზას სექტორის ქალაქ ჯაბალიაში განხორციელებული ოპერაციის დროს ათობით ტერორისტის ლიკვიდაცია განახორციელეს. ამასთან, ისრაელის არმიის ცნობით, ქალაქ რაფაჰში აღმოაჩინეს და გაანადგურეს სარაკეტო გამშვებები, იარაღი და მიწისქვეშა გვირაბები, რომლებსაც ტერორისტები იყენებდნენ.

თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზას ცენტრალურ ნაწილში „უამრავი შეიარაღებული პირის“ ლიკვიდაცია განახორციელეს, აღმოაჩინეს იარაღი და გაანადგურეს სამხედრო ინფრასტრუქტურა.

სახმელეთო ოპერაციების გარდა, ისრაელის საჰაერო ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში „ჰამასის“ დაახლოებით 30 ობიექტს დაარტყეს. დარტყმების სამიზნე ტერორისტულ უჯრედები, იარაღის საწყობები, სარაკეტო გამშვებები, შენობები, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა და ტერორისტული ჯგუფების სხვა აქტივები იყო.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება