გიორგი პერტაიამ 200-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი არბიტრისა და ექსპერტის მონაწილეობით „არბიტრაჟის დღეები 2024“ გახსნა

საქართველოს სავაჭრო პალატის, საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის, ადგილობრივი და საერთაშორისო იურიდიული ფირმების ორგანიზებით, "არბიტრაჟის დღეები 2024" მიმდინარეობს, რომელსაც 200-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი არბიტრი, იურისტი და ექსპერტი ესწრება.

საქართველოს სავაჭრო პალატის ცნობით, ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ გახსნეს.

გიორგი პერტაიას განცხადებით, სავაჭრო პალატა აქტიურად არის ჩართული საქართველოში ყოველწლიური არბიტრაჟის დღეების ორგანიზებასა და საქართველოში არბიტრაჟის განვითარებაში.

„სავაჭრო პალატის წევრებისთვის, ზოგადად ქართული ბიზნესისთვის, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის მნიშვნელოვანია, ალტერნატიული დავების გადაწყვეტის მექანიზმების განვითარება. ჩვენ ვცდილობთ, რომ მეტი უცხოელი მოვიზიდოთ და გავზარდოთ ცნობადობა რეგიონში, იმისათვის რომ საქართველოში არსებული არბიტრაჟი მიმზიდველი იყოს არა მხოლოდ ქართული, არამედ რეგიონში არსებული უცხოური კომპანიებისთვის“, - განაცხადა სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა.

საქართველოს სავაჭრო პალატის ცნობით, ორდღიანი ღონისძიების ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიები და სოციალური ღონისძიებები, რომელიც საუკეთესო შესაძლებლობაა ადგილობრივი და უცხოელი მონაწილეებისთვის,რათა დაამყარონ კავშირები არბიტრაჟის პრაქტიკოსებთან. კონფერენციის მთავარი მომხსენებელია საერთაშორისო იურიდიული კომპანია White & Case-ის პარტნიორი ჩარლზ ნაირაკი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პრაქტიკოსი იურისტია არბიტრაჟის სფეროში.

არბიტრაჟის დღეები საქართველოში, წელს უკვე მეთერთმეტედ ტარდება.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება