ლევან მაჭავარიანი - გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი ნულოვანი აქვს, ხაზარაძემ შეიძლება გადალახოს, შეიძლება ვერა, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსახლეობას მათი ცოდვები შევახსენოთ, რომ თუნდაც ერთი ხმაც ვერ მიიღონ

გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი ნულოვანი აქვს, ხაზარაძემ შეიძლება გადალახოს, შეიძლება ვერა, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსახლეობას მათი ცოდვები შევახსენოთ, რომ თუნდაც ერთი ხმაც ვერ მიიღონ - ეს პარტიები არ იმსახურებენ არც 2%-ს და არც 3%-ს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ლევან მაჭავარიანმა მმართველი პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის დღევანდელი ბრიფინგის შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციური პარტიები ერთი და იგივე გარე ძალებით იმართებიან.

„ნაციონალური მოძრაობის" ოთხივე ფლანგი, რა თქმა უნდა, ერთ ორგანიზმს წარმოადგენს. ჩვენ ვხედავთ, რომ გახარიას ბარიერის გადალახვის შანსი ნულოვანი აქვს. ხაზარაძე ახლოს არის, შეიძლება გადალახოს, შეიძლება ვერა, თუმცა ჩვენ ვალდებულები ვართ, მოსახლეობას შევახსენოთ მათი ცოდვები, რომ თუნდაც ერთი ხმაც ვერ მიიღონ. ამ ბრიფინგის მიზანი არის, რომ საზოგადოებას ჩვენ რაღაცები შევახსენოთ, იქიდან გამომდინარე, რომ ის მხარდაჭერა, რაც მათ აქვთ, ის პროცენტიც ვერ აიღონ. შეიძლება მათ თავიანთი კამპანიით, რომელიც მთლიანად უცხოეთიდან არის დაგეგმილი, საზოგადოების რაღაცა ნაწილი შეცდომაში შეჰყავთ, მაგრამ არ იმსახურებენ ეს პარტიები არც 2%-ს და არც 3%-ს. შესაბამისად, ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ ფაქტებზე, მტკიცებულებებზე, სტატისტიკაზე დაყრდნობით, საზოგადოებას შევახსენოთ მათი ცოდვები," - განაცხადა მაჭავარიანმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება