პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სახელმძღვანელო რეკომენდაცია გამოაქვეყნა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა, მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებისთვის პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სახელმძღვანელო რეკომენდაცია შეიმუშავა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, სახელმძღვანელო რეკომენდაცია ოთხი ნაწილისგან შედგება და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ძირითადი თემებს, მონაცემთა სუბიექტის უფლებებს, კანონშესაბამისობის უზრუნველყოფასა და პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის საკითხებს მოიცავს.

„მასში განხილულია ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის უზრუნველსაყოფად მცირე და საშუალო ზომის მეწარმეებმა უნდა გაითვალისწინონ.

მათ შორის: მონაცემთა დამუშავების პრინციპები და საფუძვლები, მონაცემთა მინიმიზაცია, უსაფრთხოება, მონაცემთა სუბიექტის უფლებები, ინციდენტთან დაკავშირებული ვალდებულებები, მონაცემთა დაცვაზე ზეგავლენის შეფასება, ოფიცრის დანიშვნის ვალდებულება და ა.შ . გზამკვლევში მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები და წარმოდგენილია მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ გასათვალისწინებელი პუნქტების ჩამონათვალის სამაგალითო ნიმუში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რეკომენდაციის ნახვა სამსახურის ვებ-გვერდზეა შესაძლებელი - https://pdps.ge/ka/content/1082/gzamkvlevi-mewarmeebisTvis?fbclid=IwY2xjawF0kx1leHRuA2FlbQIxMAABHacj0J5OpsRX-Gnoq0U7Cn3vjo7yvxBg9XuQQtr_UInJWoMAKmbpnYo0JA_aem_TCbZUekbsuO8fe3zA3LLxw

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება