სერგეი შამბა - თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის, აფხაზეთი მიესალმება ამას, როგორც შერიგების გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯს - აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება

თუ საქართველო ბოდიშს მოიხდის იმისთვის, რაც გააკეთა, მაშინ აფხაზეთი მიესალმება ამას, როგორც შერიგების გზაზე გადადგმულ პირველ ნაბიჯს, - აფხაზური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. საგარეო მინისტრმა, სერგეი შამბამ ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ ასევე უარი უნდა თქვას ფორმულირებებზე, რომლებიც ხელს არ უწყობს ურთიერთობების მოწესრიგებას, კერძოდ, „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“.

შამბამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსი არანაირ განხილვას არ ექვემდებარება.

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრების განახლების თემა განიხილეს.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება