ისრაელის პრეზიდენტი - ისრაელს თურქეთის წინააღმდეგ რაიმე სახის გეგმები არასდროს ჰქონია

ისრაელს თურქეთის წინააღმდეგ გეგმები არასდროს ჰქონია, - ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა განაცხადა.

„მე თურქეთის ლიდერის მიერ გაკეთებული რამდენიმე კომენტარი ვნახე. მსურს ნათლად განვაცხადო, რომ ისრაელს თურქეთის წინააღმდეგ რაიმე სახის გეგმები არასდროს ჰქონია. ჩვენ თურქ ხალხს დიდ პატივს ვცემთ და ისინი ისრაელელ ხალხს დიდ პატივს სცემენ. ჩვენ ხალხებს შორის ხანგრძლივი ურთიერთობა გვაკავშირებს“, - განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, გასულ კვირას, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელის მორიგი სამიზნე, შესაძლოა,თურქეთი გახდეს.

„ისრაელის მთავრობამ მისი რელიგიური ფანატიზმით, შესაძლოა, პალესტინისა და ლიბანის შემდეგ მიზანში ჩვენი სამშობლო ამოიღოს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს