„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

„ქართული ოცნების“ სამგორის რაიონის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი 31-ე ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა.

„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, ახლად რეაბილიტირებულ სკვერში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ მმართველ გუნდს სრული მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტია საქართველოს ისტორიაში, რადგან არჩევანი ნათელია - საქართველო ირჩევს მშვიდობას ან ომს.

„ვარლამ ლიპარტელიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილ ოთხწლიან სამოქმედო გეგმას და აღნიშნა, რომ ეს არის რეალისტური გეგმა, რომელიც მშვიდობის შენარჩუნების პირობებში სრულად განხორციელდება.

შეხვედრას სამგორის რაიონის გამგებელი, „ქართული ოცნების“ სამგორის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი კახა სამხარაძე ესწრებოდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება