რელიგიის სააგენტომ ეროვნული არქივის IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

დღეს მუშაობა დაიწყო საქართველოს ეროვნული არქივის IX საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ თემაზე - „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა - ტენდენციები და გამოწვევები“, რომელიც წმ. ქეთევან დედოფლის მოწამეობრივი აღსასრულიდან 400 წლისთავს მიეძღვნა. ამის შესახებ ინფორმაციის რელიგიის სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, კონფერენციის მიზანი სამეცნიერო სიახლეების თავმოყრა, ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის მჭიდრო სამეცნიერო კავშირების სტიმულირება, ინტერდისციპლინური და ინტერკულტურული კვლევების ხელშეწყობა, კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის თანამედროვე მოთხოვნებთან ადაპტაციის გზების ძიება და ციფრული ჰუმანიტარიის სფეროს სიახლეების გაზიარებაა.

„კონფერენციაზე მოხსენებით „რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“ (შსს არქივის მონაცემების მიხედვით) გამოვიდა პროექტის ხელმძღვანელი, რელიგიის სააგენტოს ანალიტიკოსი, ზვიად ტყაბლაძე. მოხსენება წარმოადგენდა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის“ მიერ დაფინანსებულ 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსის პროექტის - „რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში (შსს არქივის მონაცემების მიხედვით)“ მიმოხილვას, რომელიც ხორციელდება რელიგიის სააგენტოს ინიციატივით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით.

თემა ითვალისწინებს მკვლევართა ჯგუფის მიერ საქართველოში, საბჭოთა პერიოდში (1921-1991 წლებში) რელიგიური ნიშნით განხორციელებული რეპრესიების და რეპრესირებული სასულიერო პირების შესახებ ჩატარებული კვლევის გაშუქებას. დამუშავდა ინფორმაცია იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომლებიც სასჯელის სამი კატეგორიით იქნენ დასჯილნი - დახვრეტილები, პატიმრობამისჯილები და გადასახლებულები.

მიმდინარე პროექტში მონაწილეობას იღებს მკვლევართა ჯგუფი: ზვიად ტყაბლაძე (პროექტის ხელმძღვანელი), გიორგი პატაშური (პროექტის კოორდინატორი), ზაზა ვაშაყმაძე, სერგო ფარულავა, აბესალომ ასლანიძე, მარინე მაზმიშვილი, დავით დავითაშვილი, ბადრი ჩერქეზიშვილი და ლალი ეხვაია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო